ჭიათურაში ორი მოშიმშილე მაღაროელი მშრალ შიმშილობაზეა.ისინი წყლის მიღებაზე უარს ამბობენ.
საპროტესტო აქცია 126 დღეა გრძელდება, ხოლო შიმშილობა 15 დღეა მიმდინარეობს.
დღეს ერთ-ერთი მოშიმშილე ,ტარიელ მიქაცაძე — შეუძლოდ გახდა. მან უარი განაცხადა სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე და ნებისმიერი სახის მკურნალობაზე. მიუხედავად ამისა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, სასწრაფო დახმარების გამოძახება ორჯერ გახდა საჭირო.
ტარიელ მიქაცაძე იმყოფება მშრალ შიმშილობაზე . ის არ იღებს წყალს და გლუკოზას. მისი შაქრის დონე კრიტიკულ ნიშნულამდე — 2.1-მდე (მმოლ/ლ) დაეცა.
პროტესტმა კიდევ უფრო მკაცრი ფორმა მიიღო. მირზა ლოლაძემ, რომელსაც პირი ამოკერილი აქვს პროტეატის ნიშნად , მშრალი შიმშილობა დაიწყო. მას მთელი დღის განმავლობაში სითხე არ მიუღია, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა და შაქრის დონეც დაეცა.
,,პროტესტის და შიმშილობის მთავარი მოთხოვნაა ოთხი უსამართლოდ დაკავებული ჩვენი თანამებრძოლის გათავისუფლება. შეგახსენებთ, რომ მათი სასამართლო პროცესი 17 ივლისს არის ჩანიშნული.,,-მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი.