საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 26 მაისის თემატიკით გაფორმდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ქუთაისში, 26 მაისს სპეციალური პროგრამა აქვს.
12:00 – 19:00 ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციული, საგამოფენო სივრცე;
12:00 – 19:00 მულტიფუნქციური სივრცე: ბავშვებისა და უფროსებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობები (მაგიდის ფეხბურთი, მაგიდის ჰოკეი, ჩამოაგდე ჯოხი, ლაბირინთი, მეგა ბიარ პონგი), VR, მასიური ჩემოდნების ფოტო ზონა, მოსასვენებელი კუთხე;
12:00 – 19:00 საბავშვო ზონა: ბავშვების ვორქშოფების ზონა/ფერადი სახლები (საჰაერო ბურთის ვორქშოპი, სასურათე სამახსოვრო ფორმების ვორქშოპი, თვითმფრინავის ვორქშოპი), საბავშვო ფოტო ზონა;
12:00 – 19:00 სიმულაციის ოთახი: თვითმფრინავის კუდის იმიტირებული კუთხე, ოთახი ფრენის სიმულაციისთვის.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში ღონისძიებები ბალახვანში, ასსაფეხურიან კიბეებთან გაიმართება.