სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს საჩხერის სოფლებში ჭალოვანსა და ხვანში.
წვიმის სახით მოსულმა ნალექმა პრობლემები შექმნა საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.
ღვარცოფმა ცენტრალური საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთის პარალიზება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარე ,,ფიცხავამ” სოფელ ჭალოვანის ფიცხავეების უბანში დააზიანა 1 კმ-მდე ცენტრალური გზა და მასზე არსებული ხიდ-ბოგირი. ასევე სანიაღვრე, ნაპირსამაგრი ნაგებობები და გაბიონები.
სტიქიის ადგილზე დილიდან მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და ამ დროისთვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია.დაზიანებული ხიდის მიმდებარედ შემოვლითი გზა მოეწყო.