ავტორიტარიზმი და დეცენტრალიზაციის პარადოქსი-ქუთაისის მერიის წინ,სახალხო პროტესტის 150-ე დღეს ამ თემას განიხილავენ.
,,შაბათს, 26 აპრილს, პროტესტის 150-ე დღეს ვისაუბრებთ დეცენტრალიზაციის, რეალური თვითმმართველობის აუცილებლობაზე საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის.
რეალურ თვითმმართველობაში ავტორიტარიზმი ფეხს ვერ მოიკიდებდა.
19:00 სთ.-დან, პროტესტის ჩვეულ ადგილზე (ქუთაისის მერიის წინ) გელოდებით სასაუბროდ.
მომხსენებელი - მათე ჩაფიჩაძე.,,-წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.