,,არა სულორი ჰესს,, ,,ნუ გადაგვიჭრით ფესვებს,, ტყე შეუნახე შვილებმა,, -ამ სლოგანებით ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში საპროტესტო აქცია იმართება.
მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები მდინარე სულორზე ,,სულორი ჰესის,, მშენებლობას აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, ჰესი შეცვლის არსებულ მიკროკლიმატს, დაზიანდება ბუნება და სოფელს ეკოლოგიური საფრთხე დაემუქრება, საბოლოოდ კი სოფელში ცხოვრება გაუსაძლისი გახდება.
მდინარე სულორზე 4,8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება.
ჰესის მშენებლობა საკრებულოში ,,ქართული ოცნების,, დეპუტატის, ბიჭიკო პაიჭაძისა და მისი ოჯახის სახელს უკავშირდება.