გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 462 ფაქტი გამოავლინეს.
ყველაზე მეტი, 217 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 95 - ქუთაისში, 85 - ბათუმში, 65 კი, ქალაქ რუსთავში.
462 სამართალდარღვევიდან 398 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 64 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
267 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 171 - მიკროავტობუსის, 24 კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი.
აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის პირველ სამ თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 1147 სამართალდარღვევა გამოავლინეს.