ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და გენდერული საბჭოს ეგიდით, ქალთა საერთაშორისო დღე, ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების ქალ თანამშრომლებს მიულოცეს. მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ასევე გენდერული საბჭოს მდივანმა, ქალ მეეზოვეებს საჩუქრები გადასცეს და მათ, მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე ზრუნვისთვის.
