,,ემიგრანტების ოჯახების მარში" ქუთაისში ხვალ გაიმართება.
საღამოს 18:00 საათიდან შეკრება თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და ცენტრალურ მოედანზე დასრულდება.
,,თუ რომელიმე ქალაქმა იცის რას ნიშნავს ემიგრანტი, ეს ქუთაისია.
წლებია ამ ქალაქიდან ადამიანები მიდიან,მიდიან შორს...
მენატრება ჩემი წასული მეგობრები და მომემანატრება ყველა ვინც დღეს მიდის ან ხვალ.
არ მინდა ეს ქალაქი დავტოვო!
ყველა მონატრება მინდა დავივიწყო!
ყველა ჩემოდანი მინდა ამოვალაგო!
ყველა მინდა სახლში დავაბრუნო!
შვილები მშობლებს ჩავახუტო!
ემიგრანტებს მივუძღვნათ ეს დღე,ქუთაისიდან.
შემოგვიერთდით, 8 თებერვალს, 18:00საათზე, თეთრი ხიდიდან - მოედნამდე ,,-წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სოფა საკანდელიძე .