,,ფლანგვის დეტექტორის,, ინფორმაციით, ,,ქართულმა ოცნებამ,, წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის მიერ უკრაინაში დანგრეული შენობების სურათები ულიცენზიოდ გამოიყენა.
ფოტოს ავტორი ლევ რადინია, რომელმაც “ფლანგვის დეტექტორისგან” შეიტყო, რომ ქართულმა ოცნებამ ნამუშევარი მისი ნებართვის გარეშე გამოიყენა. ლევ რადინის ფოტოები ვრცელდებოდა და დღესაც ვრცელდა კომპანია Alamy-ს მიერ. კომპანიის ვებსაიტი, საიდანაც ფოტოს გამოყენების ლიცენზიის მოპოვებაა შესაძლებელი, ცალსახად აღნიშნავს, რომ ფოტოს გამოყენება მხოლოდ სარედაქციო მიზნებისთვისაა ნებადართული.
ფოტოების ავტორის თქმით, მან მკაფიო და კატეგორიული უარი განაცხადა, როდესაც შესაბამისი უფლების ასაღებად მიმართეს.
,,ფლანგვის დეტექტორმა” კითხვებით კომპანია “ალამსა” ისე სააგენტო, “Sipa US”-საც მიმართა, რომლის ფოტოგრაფიცაა ლევ რადინი. ჯერ-ჯერობით ამ კითხვებზე პასუხი არ მიუღიათ. უშედეგო იყო ქართული ოცნების პრესსამსახურთან დაკავშირების მცდელობაც.
,,საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეებს ფილმების საიტებს “პირატულობის” მიზეზით უბლოკავს, ამ დროს მოპარულ სურათებს იყენებს პროპაგანდისტული ბანერებისთვის.,,-,,ფლანგვის დეტექტორი,,