ქუთაისში აგრობაზარი ,,უნიკალური ქართული გემო გაიმართება.ღონისძიება მსოფლიო სურსათის დღეს ეძღვნება .
16 ოქტომბერს,თეთრი ხიდის მიმდებარედ, 12:00-დან 20:00-მდე აგრობაზარი ფერმერებს მთელი საქართველოდან უმასპინძლებს. ბავშვებისთვის დაგეგმილია გასართობი აქტივობები.
აქტივობას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია(FAO) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ჩაატარებს.
მსოფლიო სურსათის დღე – გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დაარსების დღე – გაეროს ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია და მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში აღინიშნება.
წელს მსოფლიო სურსათის დღე ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა „სურსათზე წვდომის უფლება უკეთესი ცხოვრებისა და უკეთესი მომავლისთვის“.
აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში ტარდება.