ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მოსახლეობა 172 დღეა ,უწყვეტ აქციებს მართავს.ისინი კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის,, საქმიანობის შედეგად სახლების დანგრევას აპროტესტებენ და სამართლიან კომპენსაციებს ითხოვენ.
მოსახლეობის თქმით,თუ მათი პროტტესტით ხელისუფლება არ დაინტერესება,ხვალიდან პირს ამოიკერავენ და შიმშილობას დაიწყებენ.
,,პირველ სექტემბრამდე თუ არ ჩაერთვება ამ პრობლემების მოგვარებაში ცენტრალური მთავრობა, პირველი სექტემბრიდან მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას , ვიკერავთ პირს და ვიწყებთ შიმშილობას,,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ,საჩხერის რაიონულმა სასამართლომ შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებიც კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან მარგანეცის მოპოვების შედეგად ,დანგრეული სახლების სანაცვლოდ კომპენსაციებს ითხოვენ,მაღაროსთან პროტესტი აუკრძალა.კომპანია, აქციაში მონაწილე შუქრუთელებს, ფინანსური ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ საკუთარი პრობლემების გაცნობის მოზნით აქციის გამართვა ბიძინა ივანიშვილის სახლთან სცადა,თუმცა ისინი სოფელ ჭორვილაში ადგილობრივებმა არ შეუშვეს.