ქუთაისი კულინარიულ ფესტივალს ,,გემოს ფესტი" უკვე მეორედ მასპინძლობს. ფესტივალი გუშინ დაიწყო და დღესაც გრძელდება.
15:00 საათიდან ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში და ცისფერყანწელთა ქუჩაზე კვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, გასართობი სივრცეები და ფოტო ზონები მოეწყობა.
ფესტივალში იმერეთიდან 20-ზე მეტი მეწარმე და მზარეული მონაწილეობს.
,, ფესტივალს არა მარტო იმერლები და ქუთაისლები ელოდნენ, არამედ ელოდებოდა სხვა ქალაქებიც. სასიხარულოა, რომ აქ ვხედავთ ტურისტებს, რომლებიც მრავლად არიან.გემო ფესტს აქვს ეკონომიკური ეფექტი სხვადასხვა ბიზნესის სფეროსთვის და ვფიქრობ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ბევრი საინტერესო იმერული გემოებით გავუმასპინძლდებით ჩამოსულ სტუმრებს” - ზვიად შალამბერიძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში.