ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს ბუდუს ქალაქიდან-საორგანიზაციო ჯგუფი ,,არა რუსულ რეჟიმს,, ქუთაისლებს საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ იწვევს.18 ივნისს, ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ შეკრება 19:30 წუთზეა დაგეგმილი.
,,26 მარტი უკვე ჩაიწერა საქართველოს ოსტორიაში ისტორიულ გამარჯვებად, რომელმაც ქართველი ხალხის უპრეცენდენტო ერთობა შეძლო.
18 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონანტზე პირველ მატჩს გამართავს.
საქართველო - თურქეთი.
მატჩის დაწყების დრო: 20:00 სთ.
გელოდებით საქართველოს ევროპული მომავლის გულშემატკივრებს საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ .
ვიქტორინის შედეგად გამოვავლენთ გამარჯვებულებს, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური და ფეხბურთის ბურთი გადაეცემათ საჩუქრად.,,-აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.