დღეს და ხვალ, 15 და 16 ივნისს, ქუთაისი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს.
კულინარიული ფესტივალი ქუთაისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
ქუთაისი პოპულარულ ფესტივალს უკვე მეორედ მასპინძლობს. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, კვების და გასართობი სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, ფოტო ზონები მოეწყობა.
️ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი იმერული კერძები. „გემო ფესტის“ ფარგლებში გაიმართება კონცერტი.
ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.