საჯარო სკოლებში სწავლა პირველკლასელებისთვის 24 მაისს სრულდება.ქუთაისის სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის #1 საჯარო სკოლის 1/7 კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებელმა ნანა კაცაძემ სასწავლო წლის დასრულება ორიგინალურად , შემაჯამებელი ღონისძიებით აღნიშნეს. საღამო სიმბოლური სახელწოდებით ,,ყვავილების ფესტივალი,, ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.
შემაჯამებელი ღონისძიება სამი საგნის -ქართულის, ბუნებისა და ხელოვნების ინტეგრირებით ჩატარდა. თემად პედაგოგმა "გაზაფხულის მახარობელი ყვავილები" შეარჩია. ღონისძიება იმითაც იყო გამორჩეული, რომ გოგონებს მშობელთა ჩართულობით , ხელოვნების გაკვეთილებზე შექმნილი ყვავილების კოსტიუმები ემოსათ.პატარა ყვავილებს კი მეწყვილეობას ღირსეულად და ჯელტმენურად უწევდნენ ვაჟები.
ღონისძიების ორგანიზატორი და სცენარის ავტორი პედაგოგი ნანა კაცაძეა, რომლის ბიოგრაფიაც არაერთ მსგავს და კიდევ უფრო ფართო მასშტაბის აქტივობებს იტევს.