ქუთაისში, ,,საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში მძარცველი შეიჭრა
გავრცელებული ინფორმაციით , შენობაში მამაკაცი ნიღბით შეიჭრა, დაცვის პოლიციის გამოჩენის შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო რაც ყაჩაღობას გულისხმობს.