არა რუსულ კანონს!-ამ სლოგანით ქუთაისში დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.
მოსწავლე ახალგაზრდობის პარკთან შეკრებილებმა მსვლელობა მოაწყვეს.
ქალაქის მასშტაბით საპროტესტო მსვლელობები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
ხვალ 23 მაისს, 18:00 საათიდან შეკრება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე (მესხიშვილის თეატრის წინ) არის დაგეგმილი.
ხვალინდელი საპროტესტო მსვლელობა ჭომას,გაპონოვისა და მწვანე ყვავილას ქუჩებს მოიცავს.