პოლიტიკოს გოგი წულაიას მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა,თუმცა როგორც მისი მკურნალი ექიმი,კარდიოლოგი ზაზა ლომინაძე აცხადებს,სტაბილური.
,,გოგი წულაია კლინიკა ,,ლჯ-ის,, კარდიოლოგიური დეპარტამენტის ინტენსიური თერაპიის ბლოკში იმყოფება.ყველა ჰემოდინამიკური მონაცემები ამჟამად ნორმის ფარგლებშია.ხვალ დილით იგეგმება გაფართოებული კონსილიუმი,რომლის შემდეგაც გადაწყდება ოპერაციის საკითხი,,-აცხადებს ექიმი ზაზა ლომინაძე.
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს,, თანათავმჯდომარე გულის შეტევით სტაციონარში გუშინ გადაიყვანეს.