ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან წელს 100 ზე მეტი ახალგაზრდა სტუდენტი გახდა. მათგან 20-ს დღეს მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა. არჩილ გოგსაძემ ახალგაზრდებს სტატუსი მიულოცა და
აღნიშნა, რომ რომ რეგიონის განვითარებისთვის კვალიფიციური, პროფესიონალი კადრის ამპლუაში მათი დაბრუნება მნიშვნელოვანია.შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.
დღესვე სტუდენტებმა ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ მოისმინეს, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს, რაც სამომავლოდ მათ დასაქმებას ხელს შეუწყობს.