სისხლიანი გარჩევა იმერეთში , კერძოდ სამტრედიაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანის კონფლიქტის დროს, ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შედეგადაც არიან დაჭრილები. მომხდარის დეტალებზე ოფიციალურ კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიება სსსკ-ის 19-129-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.