მეორე დღეა რიონის ხეობაში რკინის ბარიკადები აღარ დგას, თუმცა მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის,,წარმომადგენლებს პროტესტის ძირიტად ადგილას, სოფელ ნამოხვანში დაბრუნების უფლება არ ეძლევათ. ფაქტს აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მაკა სულაძე ეხმაურება.მისი თქმით ,შეთანხმების ამ ფორმით შესრულება ფასადურია და მოლაპარაკების შემდგომ ეტაპებსაც ეჭვის ქვეშ აყენებს. სულაძის განმარტებით, ამ დროისათვის ხეობაში კვლავ საჭიროზე მეტი პოლიციელია მობილიზებული .
დღეს 17 საათზე მხარეებს შორის ევროკავშირის მედიატორობით მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართება.