20 ივნისს იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება .თარიღთნ დაკავშირებით ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ღონისძიება ჩატარდა,რომლის ორგანიზატორიც ფონდი"სოხუმი" და "მეწარმე ქალთა ფონდი"იყო. გაიმართა გამოფენა-გაყიდვაც.ღონისძიებას დევნილები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"ჩვენთვის ეს რ არის დღესასწაული .ამ დღეს უბრალოდ შევახსენებთ ადამიანებს,რომ ჩვენ დევნილები ვართ.რომ დევნილობა ნიშნავს იმას,რომ დაკავშირებული ვართ იმ ადგილებთან,საიდანაც მოვდივართ.ძალიან ბევრი პრობლემა გამოვიარეთ და დღესაც ძალან ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ.მაგრამ ჩვენ ვართ აქტიურები,ძლიერები. ერთი დღეც არ არის,რომ დაბრუნებაზე არ ვიფიქროთ."- ლალი შენგელია, ფონდი სოხუმი.