გაფიცულების თქმით, მათ რამდენიმე თვის ხელფასი არ მიუღიათ. პროტესტის ნიშნად ერთი თვეა მუშაობაზე უარი განაცხადეს, დღეს კი ანაზღაურების მოთხოვნით, დამქირავებელი კომპანიის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, ისინი კომპანიებმა "დ ტ ინჟინერინგმა" და "დეკონმა" დაიქირავა და ხელფასებზე ხარვეზები პერიოდულად აქვთ. გაფიცულია დაახლოებით 40 ადამიანი. ხელფასის დაგვიანების ფაქტს ადასტურებს კომპანიის წარმომადგენელი და განმარტავს, რომ გარკვეული პრობლემა შეიქმნა და დავალიანება ერთ კვირაში დაიფარება.

- საზოგადოება
- გადასვლები: 1036