ქუთაისში , შერვაშიძის ქუჩაზე ახალი ბაღი აშენდება და მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდება. გადაწყვეტილება ქუთაისის მერიასა და საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭოს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში იქნა მიღებული.ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ლდს-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ.
„აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა საერთაშორისო დონორებთან. უბანში, სადაც აქამდე საერთოდ არ გვქონდა საბავშვო ბაგა-ბაღი, ახალი, თანამედროვე შენობა აშენდება, სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით.მადლობა მინდა ვუთხრა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელმაც შეარჩია ქუთაისი ამ პროექტის განსახორციელებლად და ლტოლვილთა დანიის საბჭოს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოებს.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.