ქუთაისის ააიპ ,, სპეცილური სერვისები“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
მომდევნო დღეებში თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი , შესაბამისად, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, მობილიზებულია სპეცტექნიკა- ჯისიპი ტრაქტორი,ასევე თოვლ საწმმენდი სატვირთო მანქანა, რომელიც გაწმენდის და მარილის დაყრის ფუნქციას ასრულებს. ასევე, დასაწყობებულია ტექნიკური მარილი და ინერტული მასალა.
გიორგი მჟავანაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში გზები ოპერატიულად გაიწმინდება და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნება.