,,დაგვიბრუნეთ სამსახურები“ , ,,მთავრობა დაგვიცავი“ - ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ტრანფარანტებით აქცია სოფელ ოფურჩხეთში გაიმართა. შეკრებილების მოთხოვნა უცვლელია -ისინი ნამოხვანჰესის მშენებლობას ემხრობიან, უსაფრთხოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ სამუშაოების განახლება რეგიონის სოფლებზე დადებითად იმოქმედებს.
