საქართველოში მოქმედი შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, სიტუაცია სტაბილურობისკენ მიდის, რაც შეზღუდვების უსაფრთხოს მოხსნის გარანტიას იძლევა.
,,იცით, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჯანდაცვის სექტორის და მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალისხმევის შედეგად გვაქვს გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი. თუმცა, ჯერ კიდევ მაინც მაღალია ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი. ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები ამკაცრებენ ამ დღეებში რეგულაციებს. აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, წერტილოვანი შეზღუდვების.
ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი ორი-სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, როგორიცაა ვაჭრობის სექტორი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი “, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.