საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით ადვოკატებმა , ყოფილმა პატიმრებმა და პატიმრების ოჯახის წევრებმა დღეს მორიგი აქცია გამართეს.ქუთაიისის მერიის წინ შეკრებილებმა ამნისტიის აქტის გადახედვა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
,,ჩვენ ვითხოვთ,რომ რაც შეიძლება მეტ პატიმარს შეეხოს ამნისტიის კანონპროექტი .ის,რომელიც იყო მიღებული პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით,არ ასახავს საზოგადოების მოლოდინებს.ჳითხოვთ,რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეეხოს ეს აქტი,,-აცხადებს ალექსანდრე კაპანაძე, ,,მოძრაობა ჰუმანურობისათვის ,, დამფუძნებელი.
მისი თქმით,ციხეებში ანალოგიური მოთხოვნით შიმშილობენ პატიმრები.აქციის მონაწილეების ინფორმაციით, გეგუთის კოლონიაში 400-მდე პატიმარი შიმშილობს.
პარლამენტში წარდგენილ „ამნისტიის შესახებ“ პროექტს, სავარაუდოდ, 11 იანვრის სხდომაზე დაამტკიცებენ.