,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ქუთაისის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი 117-ე უბანზე დააფიქსირა.
,,დღეს მარიამთან ერთად უკვე ვიყავი არჩევნებზე და ხმა მივეცი ჩვენი შვილების ნათელ მომავალს, კანონს "ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ", პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას, ჩვენი ლამაზი ქალაქის სწრაფ განვითარებას და წინსვლას.ყველა საქმე უნდა გადავდოთ და მივიდეთ არჩევნებზე. დღეს ქართველი ხალხის გამარჯვების დღეა,,-განაცხადა გიგა შუშანიამ.