საკრებულოს უმრავლესობის წევრი ალეკო ახალაძე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.მისი თქმით, ბევრი ჟურნალისტი მუშაობს, როგორც მხარე.
,,ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია მასმედიის თანამშრომლებთან ესეთი დამოკიდებულება, თუმცა უნდა ვთქვა, რომ მასმედიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი უკვე აღარ წარმოადგენს თავისუფალ მედიას.ისინი არიან კონკრეტული პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლები, მხარე არიან და მიკროფონსა და გადამღებს ამოფარებულები ახორციელებენ მავნებლურ საქმიანობას, რაც მიუღებელია,,-განაცხადა ალეკო ახალაძემ.
გვიან ღამით მარნეულში ინციდენტი მოხდა . დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.