პარტია „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთარ კახიძემ ბრიფინგი გამართა. მან პარლამენტის მიმდებარედ სტადიონების მშენებლობა გააპროტესტა. აღნიშნა, რომ ქუთაისში პარლამენტი აუცილებად უნდა დაბრუნდეს და ხელისუფლებამ, მსგავსი პროექტებით, ხელი არ უნდა შეუშალოს ამ პერსპექტივას.
მაჟორიტარობის კანდიდატმა, ფეხბურთის ფედერაციას მიმართა და მოუწოდა, რომ ქუთაისში ფეხბურთის განსავითარებლად და მოედნების მშენებლობისთვის სხვა ადგილი შეარჩიოს.
ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურ გვერდზე უკვე განათავსა ინფორმაცია, რომ ქუთაისში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას იწყება. პროექტის მიხედვით ადგილზე ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივ საფარიანი მოედანი მოეწყობა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიწა აკადემიის ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოსგან შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა. აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას და უეფას დაფინანსებით განხორციელდება. ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოს იგეგმება.