ბაღდათის მუნიციპალიტეტში საყოველთაო ვაქცინაცია მიმდინარეობს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში საყოველთაო ვაქცინაცია მიმდინარეობს.
კოვიდდადასტურებული პაციენტების მზარდი მიმართვიანობის გამო კლნიკა "ბომონდმა" საწოლფონდი გაზარდა. როგორც კლინიკის კლინიკური დირექტორი მამია ყიფიანი აღნიშნავს, ამ დროისთვის ბომონდის" კოვიდ ცენტრში 94 ადამიანი გადის სიმპოტომურ მკურნალობას, მათგან 25 რეანიმაციაშია.2 პაციენტის მდგომარეობა ფასდება ,როგორც კრიტიკულად მძიმე.
გუშინ კლინიკამ კოვიდ დადასტურებული 12 არასრულწლოვანი პედიატრიულ განყოფილებაში მიიღო. ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, განცხადებით, გუშინდელი მონაცემებით, ვაქცინაციაზე 19 000 ჯავშანი იყო თუმცა, აცრაზე 3 ათასი ადამიანი არ გამოცხადდა და აცრა არ ჩაიტარა.
როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, IT სამსახური ჯავშნების გაუქმების მიზეზებს სწავლობს.
„IT სამსახურთან ერთად ვსწავლობთ, რა იყო ჯავშნის გაუქმების მიზეზი. ესეც მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ეჭვი იყოს, რომ ადამიანებს გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. თუმცა, არის მეორე მიზეზიც, რომ შესაძლოა, მაღალი ინფიცირებიდან გამომდინარე ადამიანები, ინფიცირდებიან და შემდეგ აღარ მიდიან აცრებზე ან არის მესამე მიზეზი - დაჯავშნილი ჰქონდათ „სინოფარმი“ და გადაჯავშნეს „ფაიზერზე“. დღევანდელი დილის მონაცემებით, 4700 ადგილია თავისუფალი „ფაიზერზე“, ძირითადად რეგიონებში, „ასტრაზენეკაზე - 17 791, „სინოფარმზე“ - 79523, „სინოვაკზე“ – 73749“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს დილის მდგომარეობით საქართველოში სულ აცრილია - 523466 პირი, აქედან ორჯერადად აცრილია 165 ათასი ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 5,8 % შეადგენს.
3 აგვისტოს მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით ჯამურად 523 466 აცრა ჩატარდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოვლინდაკორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 258 კვლევა ანტიგენის ტესტით და 28 674 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 428 670-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.08 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 388 893-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 910 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარა - 634, იმერეთი - 494, ქვემო ქართლი - 253, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 224, კახეთი - 323, მცხეთა-მთიანეთი -156, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 33 841 საიდანაც: 6 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 029, აჭარაში - 691, იმერეთში - 872. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 227 პირი, მათ შორის, თბილისში - 556, აჭარაში - 114, იმერეთში -282. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში - 183, აჭარაში - 14, იმერეთში - 17. 2 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 022 - თბილისში, 820- აჭარაში. 25 623 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 2 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 990 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 246 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 233 პირი, აჭარაში - 4 362, იმერეთში - 2 892
იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონის დაცული ტერიტორიების რეინჯერები და ტექნიკური პერსონალი ვაქცინა „სინოფარმით" აიცრნენ.
მდინარე რიონში, რიონჰეჰსის საგუბარში გადავარდნილი ავტომობილიდან ორი გარდაცვლილი ამოასვენეს . შემთხვევა ქუთაისში,მწვანე ყვავილას ქუჩაზე რამდენიმე…
სამშაბათი ნოემბერი 03
In საზოგადოებარიონჰესის საგუბარის მიმდებარედ, მდინარე ,,რიონში” მსუბუქი ავტომობილი გადავარდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები,…
სამშაბათი ნოემბერი 03
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა,…
სამშაბათი ნოემბერი 03
In საზოგადოებასაქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის მოღვაწეები „საქართველოს სპორტის რაინდის“ წოდებით დააჯილდოვა. …
სამშაბათი ნოემბერი 03
In სპორტიშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და…
სამშაბათი ნოემბერი 03
In საზოგადოება21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად…
ოთხშაბათი ოქტომბერი 21
In ჯანდაცვაიმერეთის რეგიონში მასშტაბური სკრინინგ აქციები ჩატარდება. მოქალაქეები ფასოდ ჩაიტარებენ ძუძუს კიბოს,საშვილოსნოს ყელის კიბოს , პროსტატის,არტერიული…
ოთხშაბათი ოქტომბერი 14
In ჯანდაცვაპირველადი ჯანდაცვის რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა საპილოტე პროგრამაში ჩართული კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.…
ხუთშაბათი ოქტომბერი 01
In ჯანდაცვაჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს, რომლის მიზანია,…
პარასკევი თებერვალი 20
In ჯანდაცვაფეისბუქ გვერდი ,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად,, ინფორმაციას ავრცელებს. ,,ზესტაფონის N ბრიგადამ ქალაქში მდებარე ერთი-ერთი აფთიაქიდან გამოძახება…
ოთხშაბათი იანვარი 28
In ჯანდაცვა