კოვიდდადასტურებული პაციენტების მზარდი მიმართვიანობის გამო კლნიკა "ბომონდმა" საწოლფონდი გაზარდა. როგორც კლინიკის კლინიკური დირექტორი მამია ყიფიანი აღნიშნავს, ამ დროისთვის ბომონდის" კოვიდ ცენტრში 94 ადამიანი გადის სიმპოტომურ მკურნალობას, მათგან 25 რეანიმაციაშია.2 პაციენტის მდგომარეობა ფასდება ,როგორც კრიტიკულად მძიმე.
გუშინ კლინიკამ კოვიდ დადასტურებული 12 არასრულწლოვანი პედიატრიულ განყოფილებაში მიიღო. ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.