ქუთაისში მოქალაქეებს ვაქცინის მეორე დოზად ,,ფაიზერის" ნაცვლად ,,სინოფარმი" გაუკეთეს.
ქუთაისში მოქალაქეებს ვაქცინის მეორე დოზად ,,ფაიზერის" ნაცვლად ,,სინოფარმი" გაუკეთეს.
21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 938 705 აცრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული. ბოლო 24 საათში 28 555 პირი აიცრა.
21 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 938 705 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 661 788 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.2%. სრულად ვაქცინირებულია 276 917 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 9.7%.
რაც შეეხება რეგიონებს, ქვეყნის მასშტაბით 12 026 აცრა ჩატარდა თბილისში, 2 878 აჭარაში,მესამე ადგილზეა იმერეთი 3 596 აცრით.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში აცრა მიმდინარეობს ვაქცინებით: „ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი". ,,ასტრაზენეკას,, აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, ხოლო ორსულებისთვის მხოლოდ ,,ფაიზერია,, დაშვებული.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 782 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 510 941-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.95% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.97%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 586 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 442 956. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 723 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 930 შემთხვევა, აჭარა - 602, იმერეთი - 638 ქვემო ქართლი - 249, შიდა ქართლი - 272, გურია - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 298, კახეთი - 471, მცხეთა-მთიანეთი - 114, სამცხე-ჯავახეთი -130, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 236 საიდანაც 7 273 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 192, აჭარაში - 927, იმერეთში - 1 108.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 510 პირი, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში - 146, იმერეთში - 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 329 პირი, მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 26, იმერეთში - 20. 3 499 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 593 - თბილისში, 1 254 - აჭარაში. 50 464 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 74 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 69, ხოლო აჭარაში - 5.სულ 6 ოქტომბრიდან - 20 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 086 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 563 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 29 458, პირი, აჭარაში - 8 205, იმერეთში - 4 848.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეიდან საველე ჰოსპიტალი სრული დატვირთვით მუშაობს და ამ დროისთვის საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტი იმყოფება.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, პაციენტები საველე ჰოსპიტალში 2-3 დღე დარჩებიან, შემდეგ კი მათი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში მოხდება.
"გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტლის ოპერირება უკვე დაგვეწყო. 9 პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. ჰოსპიტალი დღეიდან სრული დატვირთვით შეუდგება ფუნქციონირებას. საველე ჰოსპიტალი ძირითადად არის დროებითი დაყოვნებისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ მისი გადასამისამართება სიმძიმიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ 2-3 დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს პაციენტის დაყოვნება საველე ჰოსპიტალში და შემდეგ მოხდება მათი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში. ჰოსპიტალური სექტორი ახლა არის მაქსიმალური დატვირთვით, ადგილი თუ თავისუფლდება, ხდება ამ ადგილის შევსება" , - განაცხადა გაბუნიამ.
საველე ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
„საველე ჰოსპიტალში პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. აქ არიან პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ჟანგბადით მკურნალობას, მაგრამ მათი მდგომარეობა კვლავაც სტაბილურია. ეს მოდელი მძიმე პაციენტების მართვას თავიდანვე არ ითვალისწინებდა. "- განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საველე ჰოსპიტალში კოვიდ სასტუმროებში მომუშავე ექიმები და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მუშაობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ორსულებს „ფაიზერით“ ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
„სამწუხაროდ, დედათა, ორსულთა სიკვდილობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია ქვეყნისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარების. კოვიდის პერიოდში, სამწუხაროდ, ორსულთა გარდაცვალების შემთხვევებმა მოიმატა და ჩვენც გვაქვს საქართველოში. რატომ დაგვიანდა ორსულთა აცრა? ორსულთა აცრები ჯერჯერობით, მხოლოდ 3 ვაქცინითაა დაშვებული. ეს არის „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ და იქაც გაფრთხლებაა, რომ უნდა იყოს შეთანხმება ორსულს, ექიმსა და ოჯახს შორის. უნდა აეხსნას კარგად, რომ სწორედ აცრა იცავს. ჩინურ ვაქცინებს ჯერჯერობით, უწერია, რომ არის ინაქტივირებული ვაქცინა. ზოგადად, ინაქტივირებული ვაქცინები კეთდება ორსულებში, არა კოვიდის, არამედ საერთოდ ამ პრიცნიპზე დამყარებული. მათ მაინც უწერიათ, რომ კვლევები არ არის ჩატარებული და წინააღმდეგ ჩვენებაშია, ამიტომ ჩვენ ორსულებს ჩინური ვაქცინით ვერ ავცრიდით.
მოგეხსენებათ, „ფაიზერის“ მნიშვნელოვანი დოზები ქვეყანაში შემოვიდა ივლისში, ამიტომაც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავიწყეთ ორსულთა აცრები და „ასტრაზენეკაზე“ თქვენ იცით, რომ ქვეყანაში დაწესებულია ასაკობრივი ზღვარია 45 წელი. ამიტომაც ეს ორი ფაქტორია, რატომ გვიან და ასევე, ძალიან დიდი სიფრთხილეა ჩემი კოლეგა მეან-გინეკოლოგებისა და ორსულების.
ბევრი ჩემი კოლეგა სამწუხაროდ, არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრებს, არადა აუცილებელია, რომ ორსულები აიცრან. დღეს არის „ფაიზერის“ შესაბამისი მარაგი, რომ ისინი აიცრან. აუცილებელია, რომ ისინი აიცრან, რადგან აცრა იცავს მათ. ორსულობისას მომატებული რისკია ყოველგვარი ინფექციური დაავადების და მათ შორის კოვიდისაც. იცით, რომ გრიპზე ორსულთა აცრა აუცილებელია და ჩვენ მაქსიმალურად ვცრით. აუცილებელია, რომ ისინი აიცრან, ამ შემთხვევაში, „ფაიზერით“ და მინდა მოვუწოდო ორსულ ქალბატონებს, რომ აუცილებელია მათი აცრა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
47 წლის კოვიდდადებითი ქალბატონი ტყუპების დედა გახდა. ქალბატონი შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა. ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას „კლინიკა ბომონდში“, ფერიცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ.…
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოებადედის დღედ 3 მარტი 33 წლის წინ,საქართველოს პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაწესდა. საქართველოს უზენაესმა საბჭომ …
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოება3-5 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო…
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოებახარაგაულის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში გარემოს ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტისა…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებაიმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საჩხერეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა 4…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებაჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს, რომლის მიზანია,…
პარასკევი თებერვალი 20
In ჯანდაცვაფეისბუქ გვერდი ,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად,, ინფორმაციას ავრცელებს. ,,ზესტაფონის N ბრიგადამ ქალაქში მდებარე ერთი-ერთი აფთიაქიდან გამოძახება…
ოთხშაბათი იანვარი 28
In ჯანდაცვაჭიათურის სასწრაფო დახმარების ექიმი ნინო კლდიაშვილი იხსენებს, რომ ადგილზე მისულ მე-3 ბრიგადას შუახნის მამაკაცი დახვდა.…
პარასკევი ნოემბერი 21
In ჯანდაცვაჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციისთ, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება…
პარასკევი ოქტომბერი 10
In ჯანდაცვასაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2 სექტემბერს, ქუთაისში, 11:00 სთ-დან, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის წინ, კოლონებთან, მასშტაბური სკრინინგ-აქცია …
ოთხშაბათი აგვისტო 27
In ჯანდაცვა