21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 938 705 აცრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული. ბოლო 24 საათში 28 555 პირი აიცრა.
21 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 938 705 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 661 788 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.2%. სრულად ვაქცინირებულია 276 917 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 9.7%.
რაც შეეხება რეგიონებს, ქვეყნის მასშტაბით 12 026 აცრა ჩატარდა თბილისში, 2 878 აჭარაში,მესამე ადგილზეა იმერეთი 3 596 აცრით.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში აცრა მიმდინარეობს ვაქცინებით: „ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი". ,,ასტრაზენეკას,, აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, ხოლო ორსულებისთვის მხოლოდ ,,ფაიზერია,, დაშვებული.