ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 5 ახალი პაციენტი შეიყვანეს, 5 კი გამოჯანმრთელდა
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ისევ აჭარას უკავშირდება. „19 ახალი დადასტურებული შემთხვევაა დღეს ქუთაისში. 5 ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს, ასევე 5 პაციენტი გვყავს გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე, კლინიკაში 60 კოვიდდადებითი მკურნალობს. ახალი შემთხვევები ძირითადად აჭარას უკავშირდება",-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციურში 60 კოვიდდადებითი, ხოლო კლინიკა "ბომონდში" 79 პაციენტი გადის მკურნალობას. საქართველოში ჯამში 3 502 კოვიდ დადასტურებული შემთხვევაა.