ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითრების ფონდი ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ასრულებს. 150 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები, ეზოში კი - სათამაშო მოედანი.
სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. შენობა უზრუნველყოფილია გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებით. ქუთაისის №28 საჯარო სკოლა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახლდა. პროექტის ღირებულებაა 3.5 მილიონი ლარი.
სამუშაოების დასკვნით ეტაპს ქუთაისის მერი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გაეცნენ.
