ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი.
პირველ სესიაზე დაიგვიანა სამმა აბიტურიენტმა.
ქუთაისის #17 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში დაგვიანების ფაქტი არ ყოფილა.
აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტზე სამუშაოდ 3 საათი აქვთ.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყო და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.გამოცდა კი 18:00 საათზე დასრულდება .
მეორე სესიაზე დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა.
