საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
ქუთაისის #41- ე საჯარო სკოლაში ,სადაც საგამოცდო ცენტრია გახსნილი,დაგვიანების ფაქტი არ ყოფილა.
ქუთაისში სამი საგამოცდო მუშაობს -#41, #23 და #17 საჯარო სკოლებში.
ქვეყნის მასშტაბით, აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი. დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
დღრს ორივე სესიაზე აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურას აბარებენ.ტესტებზე სამუშაოდ სამი საათი აქვთ.
