ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან, მერის მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის, მუსიკალური სკოლის, წითელხევის კოტე ფოცხვერაშვილის ხელოვნების სკოლის, საბავშვო ბაღების გაერთიანების აღსაზრდელები და საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
დღესვე მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მერის მოადგილეებმა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დააჯილდოვეს მოსწავლეები, რომლებმაც გაიმარჯვეს დედაენის დღისადმი მიძღვნილ მუნიციპალურ კონკურსში - " ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ".

