ჭიათურის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა.N7 სკოლა 500 მოსწავლეზეა გათვლილი.

შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. განახლდა შიდა სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო აუდიტორია, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. მთლიანად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები.

შენობა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 8 მილიონ 900 ათას ლარზე მეტს შეადგენს.
ახლად რეაბილიტირებული სკოლა საქართველოს განათლების მინისტრმა გახსნა.
სკოლა 1974 წელს აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
