ქუთაისში საბავშვო ბაღები 26 დეკემბრის ჩათვლით იმუშავებს.ინფორმაციას ბაგა-ბაღების გაერთიანება ავრცელებს.
,,ქ. ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება გაცნობებთ, რომ 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები დაიწყება 26 დეკემბერს და დასრულდება 2026 წლის 14 იანვარს. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება 2026 წლის 15 იანვარს.,,-წერია ინფორმაციაში.
