ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში აგრძელებენ.
სოფელ ფერსათის მე-2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა და მისი ღირებულება 4 102 778,35 ლარია.
სკოლის შენობაში, რომელიც გათვლილია 240 მოსწავლეზე, სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა გარე მოედნის მოწყობაც.
ახლად რეაბილიტირებული სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ გახსნა.
ცერემონიალს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძემ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნოდარ გიორგიძე და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი კუპრავა ესწრებოდნენ.