ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ეროვნულ სასწავლო და საერთაშორის ოლიმპიადებზე გამარჯვებული მოსწავლეები და მათი პედაგოგები დააჯილდოვა.
დაჯილდოებულთა შორისაა პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამუნა ხურციძე.
პროგრამის ფარგლებში დიპლომები და ფულადი ჯილდო გადაეცათ, როგორც ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს, ასევე, 2024 წელს პედაგოგთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვებულ ქუთაისელ პედაგოგებსაც.
მათ ჯილდო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.