საჯარო სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. შექმნილი ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე, სასწავლო წელი ტრადიციული საზეიმო ღონისძიების გარეშე განახლდა, ყველა მოსწავლეს სკოლაში შესვლამდე ჩაუტარდა თერმოსკრინინგი . განათლების სამინისტროს ბრძანების საფუძველზე სწავლა მხოლოდ პირველიდან მე-6-ე კლასის ჩათვლით განახლდა.