ქუთაისის №9 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა და სწავლა უახლოეს პერიოდში განახლდება.
რეაბილიტაციის პროცესი 3 წელი მიმდინარეობდა. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებდა .
სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა. კეთილმოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
რეაბილიტირებული სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ დაათვალიერა.
რეაბილიტაციის პროცესში მეცხრე საჯარო სკოლის მოსწავლეები მეთერთმეტე და მეთორმეტე საჯარო სკოლებში იყვნენ გადანაწილებული.