ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს, საჩუქრად პორტატული კომპიუტერები მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ გიორგიძემ და განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო მშვილდაძემ გადასცეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტს 2021-2022 სასწავლო წლის საბაზისო საფეხურის 34 წარჩინებული მოსწავლე ჰყავს.
მერმა კახა ენუქიძემ მოსწავლეებს , პედაგოგებს და მშობლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.