ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ვაზიანის სამხედრობაზაზე სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის A1 დონის წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. პროგრამაში ჩართული იყო ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი 35წვევამდელი. მათგან კურსი წარმატებით გაიარა და,შესაბამისად, სერტიფიკატები გადაეცა11-ს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები ჟვანიას სკოლისპროგრამებისა და პროექტების მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო თაყნიაშვილმა,სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ხელმძღვანელმა მაკა ომიაძემ და პროგრამების განვითარების კონსულტანტმანოდარ მეგრელიშვილმაგადასცეს.
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სასწავლო პროცესს ჟვანიას სკოლის ტრენერებიმაია ჩადუნელი და მარინა წიკლაური უძღვებოდნენ.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციისპროგრამის მიზანია, საქართველოს მოქალაქე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეისწავლონ სახელმწიფო ენა და სრულფასოვნად დაიმკვიდრონ თავი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.