დღეის მონაცემებით, ქუთაისის მასშტაბით სწავლების ჰიბრიდული მოდელი თხუთმეტ საჯარო სკოლაში მოქმედებს. აღნიშნულ სკოლებში კორონავირუსი მოსწავლეებს აქვთ დაფიქსირებული, შესაბამისად ონლაინ რეჟიმზე არიან კონკრეტული კლასები. გამონაკლისია 29-ე სკოლა, რომელიც დღეიდან სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში, კოვიდ ვირუსი პედაგოგს დაუდასტურდა.ინფორმაციას ადასტურებს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.რაც შეეხება ონალინ სწავლების მსურველ მოსწავლეთა რაოდენობას, განაცხადები დღეს მიიღება და მომდევნო კვირის მონაცემები ხვალ გახდება ცნობილი. მიმდინარე კვირას კი დისტანციურ რეჟიმზე ქალაქის მასშტაბით 2200 მოსწავლე სწავლობს.