ქუთაისში ონლაინ სწავლების მსურველი მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა. მომდევნო კვირაში დისტანციურ რეჟიმზე დაგასვლის სურვილი 2200 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა. მიმდინარე კვირას ეს ციფრი 1250 იყო.მშობელს შეუძლია, შვილი ონლაინ რეჟიმზე დატოვოს, ან პირიქით .განცხადებების მიღება ყოველ ოთხშაბათს ხდება.
ამ დროისთვის ქუთაისში არსებული 49 საგანმანათლებლო დაწესებულებიდან კორონავირუსი 3 სკოლაშია დაფიქსირებული. დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ჯგუფები მეორე და ოცდამეათე საჯარო სკოლებში და ასევე კადეტთა სასწავლებელში.
,,დაიწყო დაფიქსირება სკოლებში ვირუსმა. ამ დროისთვის ვართ ჰიბრიდულ მოდელზე და ვიყენებთ წერტილოვან შეზღუდვებს. მხოლოდ ჯგუფი გადადის დისტანციურ სწავლებაზე.ყველა ის პედაგოგი, რომელსაც რომელსაც აქვს ჯგუფთან შეხება ,გადაგვყავს იზოლაციაში.როცა პედაგოგი გადადის იზოლაციაში, იქმნება პედაგოგების დეფიციტი სკოლებში.თუ შიდა გამრავლება დაიწყო ვირუსის, ასეთ დროს მოგვიწევს ვიფიქროთ სკოლის გადაყვანაზე სრული დისტანციური სწავლების ფორმატზე,,-განაცხადა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა.